Sunday, January 27, 2013

                                          მეათე გმირობა -  გერიონის ხარები


მეფე ევრისთევსმა 9 დავალება დამავალა. ყველა შევასრულე, არ მეგონა თუ ამაძონთა შემდეგ რაიმე გამიჭირდებოდა თუმცა მე-10 დავალებასაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა.მე-10 დავალება გერიონის ხარები იყო.გერიონის ხარები თავიანთი წითელი ფერით გამოირჩეოდნენ. გერიონი სამტანიანი გიგანტია.მის ძაღლს კი, ნახირს რომ იცავს, ორი თავი აქვს.ხარები წითელ კუნძულ ერითეაზე ბალახობდნენ. მე თვები დამჭირდა, სანამ წითელ კუნძულს მივაგნებდი. გზად რამდენიმე ურჩხულიც კი მოვკალი მკლავის გასავარჯიშებლად.საბოლოოდ მივადექი ლიბიას, მაგრამ ისეთი სიცხე იყო მეგონა თავი ამიდუღდებოდა ამიტომაც გადავწყვიტე ისარი მზისთვის მესროლა, მაგრამ უეცრად ჩემს წინ მზის ღმერთი ჰელიოსი გაჩნდა.ჩემი საქციელი არ წყენია, პირიქით მოწყალე თვალითაც გადმომხედა და როცა გაიგო რომ წითელ კუნძულზე მივდიოდი თავისი უშველებელი ნავიც მათხოვა რომ კუნზულამდე იოლად მივსულიყავი.სიმართლე გითხრათ ნავი იმხელა იყო, რომ თავი ქონდისკაცადაც ვიგრძენი.როდესაც კუნძულს მივაღწიე, ფერდობზე შეფენილი წითელი ხარები დავინახე.იქვე ორთავა, მახინჯი მწევარი იჯდა და საქონელს დარაჯობდა. დამინახა თუ არა, ღრენით გამოექანა ჩემსკენ, მაგრამ მე დიდრონი ნიჩაბი დავკარი და უმალვე მოვისროლე ზღვაში. ძაღლის საცოდავი ყმუილი რომ მოესმა, გერიონი ბორრცვზე გადმოდგა და ქვემოთ ჩამოირბინა. გერიონი სამთავა და სამტანა ურჩხული იყო, სამივე ტანი ერთ წელთან ჰქონდა მიერთებული.გერიონის ერთ-ერთმა თავმა დაიყვირა სულს გაგაფრთხობინებო! მაგრამ, მე ხომ ისეთ ურჩხულს შევბრძოლებივარ ასი თავი და ასი შხამიანი ეშვი რომ ჰქონდა და ესენი ერთ ლუკმადაც არ მეყოფოდნენ.გერიონს ორივე მარჯვენათი იარაღი ეჭირა, მაგრამ მე სამივე ტანს თითო გულში თითო ისარი ვსტყორცნე.ურჩხული კი მოვისჰორე მაგრამ რქოსნების ნავში გადასხმა მართლაც გამიჭირდა.როგორც კი ნახირი მივრეკე, კრაზანა მოფრინდა და საქონელს ფეხებზე დაუწყო კბენა.ხარებმა ღმუილი ატეხეს და ერთმანეთს მიეხეთქნენ, რამოდენიმე მათგანი გაიქცა და დანარჩენებმაც მას მიჰბაძეს.მე გაბრაზებული დავედევნე ხარებს ისევ მივრეკე ნავთან მაგრამ ისევ გამოჩნდა კრაზანა და ისევ დაუწყო ხარებს ფეხებზე კბენა და ნახირი ისევ გაიფანტა. გავიფიქრე რომ ის ორთავა ქოფაკი გამომადგებოდა ასე შორს რომ არ გადამეგდო წყალში.მესამე დაჭერაზ ორ-ორი მომყავდა და ნავში ისე ვსვამდი მეშინოდა კრაზანას ისევ არ გაეფუჭებინა დაწყებული საქმე.ბოლოს, როგორც იქნა ყველა ხარი ნავში ჩავსვი. ამ დროს ის ორთავა ქოფაკი ღრენა-ღრენით მიცურდა ნაპირამდე და მე გამომედევნა რომ დავეჭირე მაგრამ მოვასწარი ნავში ჩაჯდომა და ნიჩაბი მოვუსვი.როდესაც მეფის სასახლეში ავბრუნდი მეფე შემომეგება და მითხრ რომ ეს ხარები ჰერასთვის ძღვენათ მიმერთმია. მეც ტაძარში წავედი, და ხარები ჰერას ძღვენად მივართვი.